ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

default

E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი.

Visited 28 times, 1 visit(s) today