ზესტაფონში რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს

„სოკარ ჯორჯია გაზი“ – ს იმერეთის ოფისის მენეჯერი დავით ჯაიანი და ზესტაფონის სერვის ცენტრის მენეჯერი ლევან აბაშიძე, გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერს კახაბერ მახათაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ვახტანგ ღამბაშიძეს შეხვდნენ. შეხვედრას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, სადაც ამჟამად ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა – რეაბილიტაცია ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის რამდენიმს სოფელში მიმდინარეობს. 2017 წელს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით 6589 აბონენტი ჩართი ქსელში.

Visited 427 times, 1 visit(s) today