ზუგდიდში კიბოს სკრინინგ ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოები ჩეხეთის საელჩოს მესამე მდივანმა იან ჩერნიკმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ დაათვალიერეს. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მისი მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრუდლება. პროექტის ღირებულება 1 000 000 ლარია. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი ჩეხეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

Visited 283 times, 1 visit(s) today