აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ისინი შუახევის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Visited 124 times, 1 visit(s) today