ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. სიტყვით გამოსვლისას მათ ვრცლად ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირებზე, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამე და აქცენტი გააკეთეს ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, მამა გრიგოლმა გარდაცვლილი გმირების მემორიალთან მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრებმა ასევე წარმოადგინეს თემატური ლიტერატურული კომპოზიციები.

“9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და სიხარულის დღეა… დღე, საიდანაც მძიმე მსხვერპლის ფასად დაიწყო თანამედროვე საქართველოს ცხოვრება” – განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.

Visited 106 times, 1 visit(s) today