თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, სადაც მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი – ბორის ბერეზოვსკი. მის მიერ შესრულებულ იქნა ედვარდ გრიგის, ალექსანდრე სკრიაბინის, ფრიდერიკ შოპენისა და მილი ბალაკირევის საფორტეპიანო ნაწარმოებები. დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის გახსნა მიულოცა და სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე – გივი მეტრეველი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი – ფიქრია ყუშიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

Visited 150 times, 1 visit(s) today