თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა, მდინარე იორის ადიდება გამოიწვია. შედეგად კი წყალმა მდინარის ჯებირები დააზიანა. პრობლემის ადგილზე გასაცნობად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ბერბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც სიტუაციის შესწავლის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. დავით ნოზაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მდინარე იორის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით მუშაობას, უახლოეს მომავალში დაიწყებენ.