თიანეთი-ახმეტას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იან მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებულია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, შენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 1 არსებული ხიდი.
პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, მიწის სამუშაოები და წყალგამტარი მილების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია.

Visited 121 times, 1 visit(s) today