თუშეთის მოსახლეობას პროდუქტები ჩაუტანეს

22/02/2017

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის გამგებელმა და ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა თუშეთის მოსახლეობას ზეთი, ბრინჯი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი სოფელ ომალოში ვერტმფრენით ჩაუტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ. თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკეტება და მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილია, ისინი ბართან კავშირს მხოლოდ ვერტმფრენით ახერხებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0