თუ საჭირო იქნება პარლამენტის მხრიდან ჩარევა ზედამხედველობის კუთხით, ამას გავაკეთებთ, თუმცა, კითხვებს სვამენ სამართალდამცავი ორგანოები

„ის, თუ ვის დაუსვამენ კითხვებს სამართალდამცავი ორგანოები უნდა კითხოთ, ბუნებრივია, სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ, ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ ამ პროცესს. თუ საჭირო იქნება პარლამენტის მხრიდან ჩარევა ზედამხედველობის კუთხით, ამას, ბუნებრივია, გავაკეთებთ და თვალყურს მივადევნებთ, ბუნებრივია, ამ პროცესს, თუმცა, კითხვებს სვამენ სამართალდამცავი ორგანოები და ისინი იღებენ პასუხებს. შესაბამისად, ეს არის მათი პრეროგატივა და მათ უნდა დაუსვათ ეს კითხვები“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმიშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის გარდა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც გამოკითხოს.

Visited 112 times, 1 visit(s) today