იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გერმანიის დელეგაცია მიიღო. მხარის გუბერნატორი მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს. ასევე, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა იმერეთის მხარისა და გერმანიის ერთ-ერთი მხარის დამეგობრებაზეც.
იმერეთის გუბერნატორმა გერმანიის დელეგაცია მიიღო
22/02/2018