იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების დეპარტამენტისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ეწერში, ვაჭევსა და ზოდში დასრულებული საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს ჭიათურა-რგანი-ხრეითისა და ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თითოეული პროექტის შესახებ.

Visited 204 times, 1 visit(s) today