ირინა იმერლიშვილმა გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავის ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურის, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავის ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ამერიკელ გენერალს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თვადაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გადასცა.
ცერემონიის შემდეგ სტუმრების პატივსაცემად პრეზიდენტის სახელით ვახშამი გაიმართა.

Visited 127 times, 1 visit(s) today