კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოში

კავკასიის უნივერსიტეტის ახალიშენობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი.
“დღეს, კავკასიის უნივერსიტეტის ახალიშენობა მოვინახულე, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოში, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ზოგადად, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.”- განაცხადა ჯეჯელავამ.

Visited 818 times, 1 visit(s) today