ლაგოდეხში გამართული ბლუზფესტივალი შერონ ლუისმა გახსნა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექს „ბიოიარდის“ ეზოში, ე.წ. „ბლუზვილიჯში“ საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი ჩიკაგოელმა ბლუზ-დივამ, ბოლო წლების მანძილზე Chikago Blues Festival-ის ჰედლაინერმა, შერონ ლუისმა გახსნა.
ორგანიზატორების განცხადებით საფესტივალო პროგრამა მოიცავს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ბლუზმენთა შესრულებით 17 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას გამართულ კონცერეტებსა და ჯემსეიშენს.
საქართველოში პირველ საერთაშორისო ბლუზფესტივალს მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაცია, კერძო კომპანიები. საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია „სევენთ“.

Visited 152 times, 1 visit(s) today