ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობას სოფელ სამთაწყაროში გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი – სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე – ირაკლი შიოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რთველის მიმდინარეობას სოფელ სამთაწყაროში გაეცნენ.
ოფიციალური პირები სამთაწყაროელი მევენახის- ნიკოლოზ სარდალაშვილის რთველს დაესწრნენ, რომელსაც ყურძნის რამდენიმე ჯიში 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დივერსიფიცირებული ბაზრები, ღვინის გაზრდილი ექსპორტი და არსებული საწარმოების რაოდენობა რთველის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარების საფუძველს იძლევა.
„რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისათვის შტაბში 80 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამამუშავებელ პროცესში ჩაერთვებიან. 23 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია რთველის პროცესში. გადამუშავებულია 4 ათასამდე ტონა ყურძენი.

Visited 167 times, 1 visit(s) today