გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHСR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, მაღალმთიან სოფელ მოძვში მცხოვრებ დევნილ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
UNHСR-ისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, დახმარება, საქართველოს მასშტაბით, 1000 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, მათ შორის 106 მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობს. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები დევნილი ოჯახები ამავდროულად რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მათი ქულა არ აღემატება 30 000-ს.
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცა
08/05/2020