მედიის თავისუფლების გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთის და მეორის გარანტი საქართველოში არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვიმოქმედებთ”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იბერიას“ განცხადებას.

„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვმუშაობდით ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა საქართველოში სწორედ 2012 წლიდან და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება ზედმიწევნით დაცული”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 105 times, 1 visit(s) today