„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთის და მეორის გარანტი საქართველოში არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვიმოქმედებთ”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იბერიას“ განცხადებას.
„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვმუშაობდით ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა საქართველოში სწორედ 2012 წლიდან და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება ზედმიწევნით დაცული”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Visited 105 times, 1 visit(s) today