მერაბ ჭანუყვაძე ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

გურიის რწმუნებული-გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
„მე მოვედი თქვენთან იმისთვის, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ლანჩხუთის განვითარებისთვის არის საჭირო მოვისმინო და გვერდში დაგიდგეთ” – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ შეხვედრაზე. გურიის გუბერნატორი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საკრებულოს წევრებსა და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე:. – „ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლაათ, ის რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. მზად ვარ ნებისმიერ თქვენგანთან კოორდინირებული მუშაობისთვის“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.

Visited 177 times, 1 visit(s) today