მერია მიუსაფართა ახალი თავშესაფრის ფოტომასალას აქვეყნებს

თბილისის მერია ლილოს დასახლებაში მდებარე მიუსაფართა ახალი თავშესაფრის ფოტომასალას აქვეყნებს, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

კაპიტალურად აშენებულ მიუსაფართა თავშესაფარს ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს.

ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგი ემსახურება.

თავშესაფარში ცალ-ცალკე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული.

1244052712331115533721096952713269012831722o

Visited 156 times, 1 visit(s) today