მზად ვარ ჩავერთო კანონპროექტის განხილვაში, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება

„ამ საკითხის, პირველ რიგში, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს და მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. მთავარია კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე ჩავერთვები ამ დისკუსიებში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება.

Visited 161 times, 1 visit(s) today