მთავრობა 18:00 საათისთვის ხანძრების ქრობის მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.
ვითარება შილდის ტყეში – ყვარლის მუნიციპალიტეტი, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, რჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ.
ვითარება ხახაბოსთან – თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში უკვე დაფიქსირდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აგრძელებს. მეხანძრე-მაშველთა წყლით უზრუნველყოფა მთის ფერდობზე დამონტაჟებული ხელოვნური ავზების საშუალებით ხდება.
ვითარება შავნაბადას მთაზე – ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში შსს-ს 500-მდე თანამშრომელია ჩართული. ცეცხლის უმოკლეს დროში ეფექტურად ქრობის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, დილიდან ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-ს ვერტმფრენი.

Visited 107 times, 1 visit(s) today