მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 იწყება

3 სექტემბერს 12:00 საათზე ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
Agile Spirit 2017-ის ოფიციალურად გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

Visited 220 times, 1 visit(s) today