მუხურში 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში, 3 კმ.მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს “ინდიკო“ ახორციელებს.

Visited 90 times, 1 visit(s) today