მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფლისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდა. ახლადგახსნილ ლისის საბავშვო ბაღში ამჟამად 21 აღსაზრდელი ირიცხება, თუმცა ბავშვების რაოდენობის მატების შემთხვევაში, შენობა მეორე ჯგუფის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა. ბაღის გაორმაგებული ფართობი ახალმიშენებამ განაპირობა და შემდგომ მოხდა მისი კეთილმოწყობა. მშენებლობისთვის სჭირო 83 324 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გადაირიცხა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შპს ,,უნივერსალმშენმა“ შეასრულა. იგივე ფირმამ ანალოგიური სამუშაოები სოფელ საგურამოს საბავშვო ბაღშიც განახორციელა, რომელიც უკვე დასრულებულია და რამდენიმე დღეში გაიხსნება

Visited 200 times, 1 visit(s) today