ონის მუნიციპალიტეტში ამინდი გაუარესდა

ონის მუნიციპალიტეტში ამინდი გაუარესდა. გუშინ საღამოდან დაიწყო ინტენსიური თოვა, თუმცა ამ დროისთვის თოვლის საფარი მცირეა. რაიონის მასშტაბით ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდება. თოვლიანი ამინდის შენარჩუნების და ამინდის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა მუნიციპალიტეტის ყველა მიმართულებით.

Visited 432 times, 1 visit(s) today