პაატა ბურჭულაძე პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერები მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც prof-news-ს პარტიიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ პარტიის აქტივთან და თემატურ ლიდერებთან ერთად პარტიის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განიხილეს პარტიის კონკრეტული რეფორმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, სამართლის უზენაესობის, საგანმანათლებლო, საგარეო ურთიერთობების და სოციალური პოლიტიკის კუთხით.
„მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ხვდება“ ქალაქ თბილისის ორგანიზაციას, იმ ბირთვს, რომელსაც ევალება, აქვს პასუხისმგებლობა, ის ნამუშევარი, ის ნაღვაწი პროგრამად ჩამოყალიბებული პარტიის მიერ, მიაწოდოს მოსახლეობას სრულფასოვნად, სათანადო განმარტებით და სათანადო არგუმენტებით“, – განაცხადა თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლადო კახაძემ.

Visited 121 times, 1 visit(s) today