პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს – მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

Visited 21 times, 1 visit(s) today