პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები

პრემიერ მინისტრის განცხდებას – პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ვეთანხმები, – ამის შესახებ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძის განმარტებით, ეთანხმება პრემიერის სულისკვეთებას და პათოსს, რომ საკითხები კოალიციის პოლიტსაბჭოს ფარგლებში უნდა იხილებოდეს.

“მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის განცხადების პათოსს. ვეთანხმები სულისკვეთებას, რომ საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოს ფარგლებში უნდა იხილებოდეს. ვეთანხმები იმაშიც, რომ თუკი რაღაც მიუღებელი გაგრძელდება, მას უფლება ექნება, გადაწყვეტილებები მიიღოს. აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები”, – განაცხადა ტყემალაძემ.

Visited 186 times, 1 visit(s) today