რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია

ნალექი, თოვლის სახით მოვიდა კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში.

“რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა. რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა. რაც შეეხება, ვაზიანი – გომბორი- თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, გადაადგილება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის”- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

Visited 20 times, 1 visit(s) today