სამედიცინო გამოკვლევები სოფელ მლეთაში

ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლის ექიმის ზურა მურღულის ინიციატივით, სოფელ მლეთაში იმყოფებოდნენ სხვდასხვა პროფილის ექიმები: კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი,ექოსკოპისტი, რომლებმაც უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს ადგილობრივ მოსახლეობას.
გამოკვლევა ჩაუტარდა 50-მდე პაციენტს.
საქველმოქმედო აქციას დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.

Visited 224 times, 1 visit(s) today