საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ქვეყნის სუვერენული არჩევანი

“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ქვეყნის სუვერენული არჩევანი. ეს არის ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ასევე წარდგენილია საქართველოს ახალი მთავრობის ძირითად და მთავარ პრიორიტეტებში. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა აძლიერებს ქვეყანას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ეს არის ქვეყნის პროგრესის და დემოკრატიული გზის მაჩვენებელი. ძლიერი საქართველო, ქვეყანა, რომელიც არის სტაბილური და თანმიმდევრულად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას, ასევე არის სტაბილურობის გარანტი რეგიონში და ყველა მისი მეზობლისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ მას მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა მყარი, განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტებით, თავდაცვის შესაბამისი განხორციელებული რეფორმებით” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

Visited 109 times, 1 visit(s) today