საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სადილზე უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ სადილზე უმასპინძლა. ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს;
თავის მხრივ, ტადაჰარუ უეჰარამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 162 times, 1 visit(s) today