საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ სადილზე უმასპინძლა. ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს;
თავის მხრივ, ტადაჰარუ უეჰარამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
Visited 162 times, 1 visit(s) today