ზესტაფონში, ქალაქის ორ სანაპიროსთან დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე განათების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. ძველი სანათები მთლიანად შეიცვალა ახალი თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური სანათებით. ე.წ. „სილამაზის ხიდზე“ 19 სანათი დამონტაჟდა, რომლის რეაბილიტაციაც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრმა უზრუნველყო. დასუფთავების სამსახურმა დღეს ასევე, ზესტაფონი – ხარაგაულის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე 19 ნაგავშემკრები ურნა განათავსა.
Visited 321 times, 1 visit(s) today