სილამაზის ხიდის მიმდებარე სკვერში 332 ხე-მცენარე დაირგო

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სილამაზის ხიდის მიმდებარე სკვერში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. ნეკერჩხალი, ფოტინია, არიზონას კვიპაროსი, ტუია – იმ ხე-მცენარეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სკვერის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდა.
გამწვანების სამუშაოებში უშუალო მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მისმა მოადგილემ გიორგი მიქელაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ.
გამგებლის თქმით, სამუშაოების ფარგლებში სკვერში 14 სხვადასხვა სახეობის 332 მცენარე დაირგო.
„მოგეხსნებათ სკვერს გასულ წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, შემდომ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი იყო ტერიტორიის გამწვანება. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება. შემოტანილმა მცენარეებმა სკვერს სულ სხვა ელფერი შესძინეს. დარწმუნებული ვარ, გალამაზებული სკვერი ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი და მოსაწონი იქნება“- აღნიშნა გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით წლის განმავლობაში სხვა სკვერებისა და ბაღების გალამაზებაც იგეგმება.
მცენარეების დარგვის მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, ორგანიზაცია „ოაზისში“ ჩართული სკოლის მოსწავლები და საზოგადოების წარმომადგენლები

Visited 233 times, 1 visit(s) today