სიმონეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

logo

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის სიმონეთის სასროლეთში ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული 20-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 4 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა. მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

Visited 166 times, 1 visit(s) today