სოფელ გუთურში, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლა აშენდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლა აშენდება. შენობა გათვლილია 120 მოსწავლეზე და ყველა პირობა იქნება შექმნილი სწავლებისა და მოზარდების განვითარებისთვის. სკოლას ექნება დახურული სპორტული მოედანიც. 2019 წლის ბიუჯეტში ასევე, გათვალისწინებულია გურიაში კიდევ რამდენიმე სკოლის მშენებლობა და სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის ჯიხანჯირში აშენდება ახალი შენობა და ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
ლანჩხუთი – ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, მუნიციპალიტეტებში მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს შეხვდნენ და გააცნეს სკოლების მშენებლობის პროექტები, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის თანხა 90 მლნ – მდე გაიზარ

Visited 186 times, 1 visit(s) today