სოფელ დიდ ჩაილურში ვენახის სავარგულები მოიხრეშა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში გამგეობის ინიციატივით ვენახის სავარგულებამდე მისასვლელი გზა მოიხრეშა. აღნიშნული სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ადგილობრივი მოსახელობაც იყო ჩართული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 კილომეტრიან მონაკვეთს, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობას შეეძლება თავისუფლად და უპრობლემოდ გადაადგილდეს კუთვნილ ვენახებამდე. სამუშაოები შპს “საგარეჯო”-მ შეასრულა.

Visited 205 times, 1 visit(s) today