სოფელ ვაკიჯვარში რკინა-ბეტონის გზა დაიგო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო 550 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის საფარი. ეს იყო რთული საგზაო მონაკვეთი, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა. პროექტის ღირებულება 72 511 ლარს შეადგენს. სამუშაოები განახორციელა შპს. „ინტექსმა.“

Visited 148 times, 1 visit(s) today