სოფელ ზემო ხანდაკში, სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ ზემო ხანდაკში, სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს შპს „ბილდინგ-დეველოპერი“ ახორციელებს და მასზე 550 337 ლარი დაიხარჯება.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

Visited 114 times, 1 visit(s) today