სოფელ პატარა ჯიხაიშთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

24/02/2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში 3.5 კილომეტრიანი საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა . აღნიშნული გზა წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა. დასულებული პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ იუზა უგულავამ ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 1 134 000 ლარი შეადგინა, მოეწყო ასფალტის საფარი, გზის გვერდითი ნაწილები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ -მ შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0