სოფელ ქორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ქორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარი ქამუშაძეები-არჯევანიძეების, გუდაძეები-გრძელიშვილების, ხომასურიძეებისა და ქამუშაძეების (კოკნიები) უბნებში მოეწყო.

გზების რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტის “ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია” გამოიყო. აღნიშნულ პროექტისთვის რაც სოფელ ქორეთში, პასიეთსა და კალვათაში საუბნო გზების მოწყობას გულისხმობს 46,547 ლარი დაიხარჯა.

Visited 183 times, 1 visit(s) today