სოფელ წრომში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 59 624 ლარს შეადგენს, სამუშაოები კი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.

Visited 90 times, 1 visit(s) today