სოფელ ჯუგაანში ორ სხვადასხვა ადგილზე ასფალტო ბეტონის გზის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოფელ ჯუგაანში ორ სხვადასხვა ადგილზე ასფალტო ბეტონის გზის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა.
სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, 300 მეტრის მანძილზე, ორფენოვანი ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყო. იგივე ტიპის სამუშაოები შესრულდა წნორი- ჯუგაანის დამაკავშირებელ 400 – მეტრიან მონაკვეთზეც.
ორივე პროექტზე მთლიანობაში 79 995 ლარი დაიხარჯა.

Visited 186 times, 1 visit(s) today