დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს შეხვდა. შეხვედრაზე ტურისტული სეზონისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე, სამომავლო ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს საკითხრბზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქობულეთში როგორც სამთო, ასევე საზღვაო ტურიზმის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების მიზნით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის რამდენიმე ახალია – ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება უკვე 17 სამიზნე ქვეყანაში. აღნიშნული პროექტები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას, სერვისისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. შეხვედრის ბოლოს მხარეები ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.