სუს-ის უფროსი ევროპოლის დირექტორს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპოლის დირექტორს რობ უეინრაითს შეხვდა. ევროპოლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. შეხვედრაზე საუბარი ამ მიმართულებით ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ვახტანგ გომელაურმა რობ უეინრაითს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები გააცნო.

Visited 153 times, 1 visit(s) today