ფესტივალი – „კიდევაც დაიზრდებიან“ ღია ესტრადაზე ჩატარდება

????????????????????????????????????

18 ივნისს, ხარაგაულში ქორეოგრაფიული ფესტივალი – „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართება. ფესტივალში კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი,“ ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ანსამბლი „საუნჯე“ და ხარაგაულის სხვა ქორეოგრაფიული წრეები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებაში წელს პირველად ჩაერთვებიან ქუთაისისა და ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლები.

ფესტივალი ხარაგაულში კულტურის ცენტრიდან, მოცეკვავეთა მსვლელობით 13:00 საათზე დაიწყება. 14:00 საათზე კი, ახლადრეაბილიტირებულ ღია ესტრადაზე ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

Visited 229 times, 1 visit(s) today