ჭიათურამ თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალს უმასპინძლა

17/06/2016

ჭიათურის კულტურულ-შემოქმედებითმა ცენტრმა თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალს- ,,ტიკინები 2016“-ს უმასპინძლა. ფესტივალში საქართველის 9 რეგიონის თოჯინების თეატრი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა თეატრმა მაყურებლის წინაშე საკუთარი რეპერტუარიდან სპექტაკლი წარმოადგინა. კონკურსანტების გამოსვლა სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და გამორჩეულები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. ფესტივალში მონაწილე ყველა რეგიონის თოჯინების თეატრს ჭიათურის მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
,,მივესალმებით თიჯინების თეატრალური ფესტივალის ჭიათურაში გამართვას. ჭიათურის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და ეს მომავალშიც გაგრძელდება“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ყველა რეგიონის თოჯინების თეატრს ჭიათურაში ჩამობრძანებისა და ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალი ,,ტიკინები 2016“ 13 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდა. ფესტივალი ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0